en
ge

არაანაზღაურებადი სტაჟირება

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 25.11.2013
  • ბოლო ვადა: 09.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66024/
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
საკონკურსო მოთხოვნები:
** კონკურსში მონაწილე უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, ან იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
** უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც დაინტერესებულია მედია სამართლით;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ წარმოებული საქმეების შესწავლა;
** იურიდიული კონსულტაციის გაცემაში მონაწილეობა;
** სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
** ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** ავტობიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი;
** იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. 15.
ტელეფონი: 2 95 23 53
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ციმაკურიძე
ტელეფონი: 577 07 05 77; tsimakuridze@gyla.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 9 დეკემბერი, 18:00 საათი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წერითი გამოცდის და გასაუბრების გზით.
წყარო:jobs.ge