"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც განახორციელებს ორგანიზაციის ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური საქმიანობის მართვას და კოორდინაციას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.
წყარო: jobs.ge