en
ge

ოკუპაციური თერაპევტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 25.11.2013
  • ბოლო ვადა: 06.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66025/
"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" არის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი პასუხისმგებლობის სფერო:
** ბენეფიციარის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება მულტიდისციპლინური გუნდის სხვა სპეციალისტებთან ერთად
** ბენეფიციარისთვის საჭირო დამხმარე აღჭურვილობების მოძიება და მორგება და მშობლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება დამხმარე საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით
** სხვადასხვა სპეციალისტების და მშობლების ტრენინგი ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების სფეროებში (ფუნქციური უნარების, მოტორული უნარების და ა.შ.)
ძირითადი მოვალეობები:
** ბენეფიციარების შეფასება ოკუპაციური თერაპიის აპრობირებული ინსტრუმენტების გამოყენებით;
** ბენეფიციარის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შექმნასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
** ბავშვის ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის რეკომენდაციების გაცემა სპეციალისტებისა და მშობლებისთვის;
** ბენეფიციართა ფუნქციური უნარების გასავითარებლად სპეციფიკური დამხმარე აღჭურვილობის შექმნა/მოძიება და მშობლებისთვის/მზრუნველებისთვის მათი სწორად გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** ბენეფიციარის ფიზიკური გარემოს ადაპტირება (დღის ცენტრი, სკოლა, სახლი და სხვა);
** სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად;
** სენსორული დისფუნქციის მქონე ბავშვების შეფასება და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი;
** მშობლებთან თემატური შეხვედრები, პრეზენტაციები; მშობლებისა და მზრუნველთათვის ბავშვის მოვლის ტექნიკის სწავლება;
** ბენეფიციარის პირადი საქმეების წარმოება და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** დღის ცენტრის მომსახურების რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** სასურველია ალტერნატიული კომუნიკაციისა და სენსორული ინტეგრაციის პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი კვალიფიკაცია:
** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარის მქონე პროფესიონალი;
** ენთუზიაზმი და თვითმოტივაცია;
** ლოიალური ორგანიზაციის კულტურისა და ღირებულებების მიმართ;
** ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა - წერა, ზეპირი; ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, etc.).
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია - აკადემიური (ლექტორის) და სამუშაო გამოცდილების (წინა დამსაქმებლის), ელექტრონულ მისამართზე vacancy.fsg@gmail.com არა უგვიანეს 2013 წლის 6 დეკემბრისა. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
წყარო:jobs.ge