იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზების პროგრამა მონაწილეთა მიღებას იწყებს!
"სოციალური მეწარმეობის პოპულარიზების პროგრამა " მიმდინარეობს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (#CSRDG) „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით ახორციელებს.
გაიგე მეტი სოციალური მეწარმეობის შესახებ და ისწავლე, როგორ გახდე ცვლილების ინიციატორი!
წყარო: თაობათა დიალოგი