en
ge

კლიმატის ცვლილების მედია ბუთქემფი

"ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი" (WFD), დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დემოკრატიის მხარდამჭერი წამყვანი ორგანიზაცია, აცხადებს პირველ მედია ბუთქემფს - ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული "საქართველოში გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში.

 WFD პროგრამაში მონაწილეობისთვის იწვევს ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და მედია სპეციალისტებს. აღნიშნული პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქებისათვის.

წყარო: jobs.ge