en
ge

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე. 

საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. 

სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.