საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქუთაისის ფილიალი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში!
საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
წყარო: იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი