გაეროს დემოკრატიის
ფონდი აცხადებს განაცხადების მიღებას. საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების
გაძლიერება, ადამიანთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, საზოგადოების/მოქალაქეების ჩართულობა დემოკრატიულ
პროცესებში. ორგანიზაცია გრანტებს გასცემს შემდეგი მიმართულებებით: მედია, ადამიანის
უფლებები, დემოკრატიზაციის ინსტრუმენტები, ქალები და ახალგაზრდები.