en
ge

ტრენინგი - ცვლილებები შრომის სამართალში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა ადვოკატები
  • დაწყების თარიღი: 28.11.2013
  • ბოლო ვადა: 09.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66158/
"ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგზე - ცვლილებები შრომის სამართალში.
ორგანიზაციის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" 2012 წლის ივლისიდან, აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას მიმართავს და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, აქტიური წვლილი შეაქვს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების/თავისუფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ორგანიზაცია ანხორციელებს სტრატეგიულ საქმისწარმოებას, რაც საადვოკატო საქმიანობის ფორმებთან ერთად, გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან. ორგანიზაცია ორიენტირებულია კვლევით საქმიანობაზე, ამზადებს თემატურ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, მრგვალ მაგიდას აქტუალური თემების გაშუქებისა და დისკუსიისათვის. ამასთან, ორგანიზაცია ძირითად სტრატეგიად აცხადებს: ჩართულობას უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროცესში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, კანონმდებლობის ექსპერტიზის, პროფესიული განვითარების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების, თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის, მედია-ადვოკატირების, არჩევნების მონიტორინგისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში. "ახალგაზრდა ადვოკატები" იწყებს ლექცია-სემინარების ორგანიზებას იურიდიულ სფეროში არსებული სხვადასხვა მნიშნელოვანი და აქტუალური თემების ირგვლივ.
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგი "ცვლილებები შრომის სამართალში" მიმოიხილავს საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედ ვერსიას. მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან შრომის სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს და ასევე კანონში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე განხილული იქნება საერთაშორისო კონვენციები და ყურადღება დაეთმობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO).
ტრენინგის თემატიკა:
** შრომის სამართლის სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიმოხილვა;
** შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ურთიერთობის სუბიექტები;
** ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება;
** სამუშაო დრო, შესვენების და დასვენების დრო;
** შვებულება და მივლინება;
** ზეგანაკვეთური სამუშაო;
** შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;
** გაერთიანების თავისუფლება;
** კოლექტიური ხელშეკრულება;
** პასუხისმგებლობა და დავა;
** მედიაციის ელემენტებში შრომით სამართალში;
** სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია;
** შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO);
** შრომის უფლება და საერთაშორისო დოკუმენტები.
ტრენინგი განკუთვნილია იურისტებისთვის, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისათვის, კერძო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე პირებისათვის, სხვა დაინეტერსებული პირებისათვის.
ტრენინგის ხანგრძლივობა - 6 აკადემიური საათი
ტრენინგის ღირებულება შეადგენს 90 ლარი, ხოლო ორგანიზაციის წევრი ადვოკატებისათვის 40 ლარს.
მსმენელებს ასევე გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 09 დეკემბერი 2013.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 237 45 03; 568 44 44 01 ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: pryoungbarristers@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ჯაბა სირაბიძე.
წყარო:jobs.ge