en
ge

ტრენინგი მედიაციაში - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა ადვოკატები
  • დაწყების თარიღი: 28.11.2013
  • ბოლო ვადა: 03.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66159/
"ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს მსმენელთა მიღებას ტრენინგზე "მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება".
ორგანიზაციის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" 2012 წლის ივლისიდან, აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას მიმართავს და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, აქტიური წვლილი შეაქვს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების/თავისუფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ორგანიზაცია ანხორციელებს სტრატეგიულ საქმისწარმოებას, რაც საადვოკატო საქმიანობის ფორმებთან ერთად, გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან. ორგანიზაცია ორიენტირებულია კვლევით საქმიანობაზე, ამზადებს თემატურ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, მრგვალ მაგიდას აქტუალური თემების გაშუქებისა და დისკუსიისათვის. ამასთან, ორგანიზაცია ძირითად სტრატეგიად აცხადებს: ჩართულობას უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროცესში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, კანონმდებლობის ექსპერტიზის, პროფესიული განვითარების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების, თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის, მედია-ადვოკატირების, არჩევნების მონიტორინგისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში. "ახალგაზრდა ადვოკატები" იწყებს ლექცია-სემინარების ორგანიზებას იურიდიულ სფეროში არსებული სხვადასხვა მნიშნელოვანი და აქტუალური თემების ირგვლივ.
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგი "მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება" მიმოიხილავს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს. ტრენინგზე ვრცლად იქნება განხილული მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული ფორმით გადაწყვეტის ერთ-ერთი ფორმა. ტრენინგზე ასევე ყურადღება დაეთმობა მედიაციის სამართლებრივი რეგულირების საკითხებს საქართველოში.
ტრენინგის თემატიკა:
** ტრენინგის წარმართვის ტექნიკის, მეთოდიკისა და განსახილველი თემების მოკლე მიმოხილვა;
** დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები და მათი შინაარსი. მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული ფორმით გადაწყვეტის ყველაზე გავრცელებული ფორმა;
** დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების პრაქტიკული ღირებულება. დადებითი და უარყოფითი მხარეები;
** დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების ძირითადი ტენდენციები. განვითარების მოდელები და მათი შედარებითი ანალიზი. სასამართლო მედიაცია, სავალდებულო მედიაცია, თავისუფალი მედიაცია;
** მედიაციის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში: სასამართლო მედიაცია, სამედიცინო მედიაცია, სანოტარო მედიაცია, სამშენებლო მედიაცია. რეგულირების სამომავლო პერსპექტივები;
** მედიატორი, მისი პიროვნული და პროფესიული თვისებები.
ტრენინგი განკუთვნილია იურისტებისთვის, დამწყები თუ მოქმედი ადვოკატებისათვის, სხვა დაინეტერსებული პირებისათვის.
ტრენინგს გაუძღვება ტრენერი გიორგი ცერცვაძე
ტრენინგის ხანგრძლივობა (შესვენებებით) - 6 საათი და 15 წუთი
ტრენინგის ღირებულება შეადგენს 100 ლარი, ხოლო ორგანიზაციის წევრი ადვოკატებისათვის 50 ლარს.
მსმენელებს ასევე გადაეცემათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 03 დეკემბერი 2013.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 32) 237 45 03; 568 44 44 01 ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: pryoungbarristers@yahoo.com
საკონტაქტო პირი: ჯაბა სირაბიძე.
წყარო:jobs.ge