კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ‘სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის’ - ფარგლებში, აცხადებს თანამონაწილეობით საგრანტო კონკურსს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინოვაციური და საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური სერვისების შექმნასა და განვითარებაზე.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მერიების თანამშრომლობას მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი ინოვაციური საპილოტე სოციალური მომსახურების შექმნასა და განხორციელებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში