აშშ–ის განვითარების სააგენტოს სამოქალაქო განათლების პროგრამის (USAID საქართველო) ინოვაციების ფონდის ფარგლებში, ცხადდება ღია საგრანტო კონკურსი კერძო სექტორისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას / ისეთი პროდუქტების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას.
განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, შეუძლიათ წარმოადგინონ მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, პასუხობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვედრაშია განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან.
წყარო: jobs.ge