en
ge

„ჩემი მწვანე ინიციატივა“

CENN–ი აცხადებს კონკურსს თემაზე „ჩემი მწვანე ინიციატივა". კონკურსში მონაწილოების მიღება შეუძლიათ ეკო ბანაკის იმ მონაწილეებს, რომლებიც 2010 – 2011 წელს ორგანიზებულ ბანაკებში მონაწილეობდნენ. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე პრეზენტაცია სლაიდებით და 31 ივლისის 18:00 საათამდე უნდა გადააგზავნონ მისამართზე: tamar.mtvarelidze@cenn.org
კონკურსი ტარდება პროექტ „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების" ფარგლებში. აღნიშულ პროექტს CENN–ი USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს ქედის, ხელვაჩაურის, ბორჯომის, ახალციხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.