"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" ღია კარის საგრანტო პროგრამას აცხადებს.
ღია კარის საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფების პროექტებს, რომლებიც მართლმსაჯულების გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტის გზებს შეიცავს.
მათ შორის კვლევებს, ადვოკატირებას, თანამშრომლობითი და ცნობიერების ამაღლების პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სექტორის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას, და მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოების ჩართულობასა და საზოგადოებასთან მის დაახლოებას.
პროგრამა მიესალმება ინიციატივებსა და მიდგომებს, რომლებიც "საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების" პრინციპებს ეფუძნება.
საპროექტო წინადადებები რამდენიმე ეტაპად განიხილება.
წყარო: jobs.ge