en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: PH International
  • დაწყების თარიღი: 29.11.2013
  • ბოლო ვადა: 22.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66240/
ამერიკული ორგანიზაცია "PH International"-ის ფილიალი საქართველოში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული "საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის"-ის (GE CALLS) ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება S-INLEC-13-CA-1003), იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, მონაწილეობა მიიღონ ღია საგრანტო კონკურსში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროექტების განსახორციელებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონკურსის პირობების სანახავად და საგრანტო განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს: http://www.ph-int.org/ge-calls/page/157/
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 22 დეკემბერი, 18:00 საათი.
წყარო:jobs.ge