en
ge

ტენდერი – ახალი ონლაინ სასწავლო კურსის – სათემო ადვოკატირების შექმნა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ახალი ონლაინ სასწავლო კურსის, სათემო ადვოკატირების შექმნასა და გაძღოლაზე.

შესყიდვის საგანი: ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი „სათემო ადვოკატირება“, რაც მოიცავს კურსის კონცეფციის და სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები, ტესტები) მომზადებას. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს (ვიდეო ლექციების გადაღება-მონტაჟი) და საიტზე ატვირთვას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსის შექმნის შემდგომ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის ერთი ნაკადის წარმართვა, რაც გულისხმობს დისტანციურ რეჟიმში მონაწილეებთან კომუნიკაციას, მათ შეფასებას და მენტორობას.

ონლაინ კურსის მიზანი: ადვოკატირება დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი ლიდერების და თემის გაძლიერებაში, პოზიტიური ცვლილებების მიღწევში, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასა და ადგილობრივ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენაში. სათემო ადვოკატირების საშუალებით შესაძლებელი ხდება თემში მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება, ადგილობრივ რესურსებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

კურსის მიზანი არის ადგილობრივი აქტორების გაძლიერება სათემო ადვოკატირების მიმართულებით, რათა მათ შეძლონ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მისი ადვოკატირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კურსის საშუალებით მონაწილეებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა ადგილობრივი თემის განვითარების შესახებ, სათემო ადვოკატირების რა ფორმები არსებობს, როგორ შეიმუშაონ ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მოახდინონ დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და აწარმოონ შესაბამისი კომუნიკაცია. კურსი განკუთვნილი იქნება საზოგადოებრივი/სათემო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის, თემის ლიდერებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის. 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს უნდა შეეძლოთ კანონით განსაზღვრული/დამატებითი მექანიზმების და ადვოკატირების ინსტრუმენტების გამოყენებით მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მონაწილეობა, ადგილობრივი პრობლემების მოგვარება და პოზიტიური ცვლილებების ინიცირება.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი