en
ge

ტენდერი პოდკასტების გადაღება/ჩაწერის მომსახურების შესყიდვაზე

"ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" აცხადებს ტენდერს პოდკასტების გადაღება/ ჩაწერის მომსახურების შესყიდვაზე. 

ა (ა)იპ "ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ორგანიზაციაა, რომლის დამფუძნებელთა 50%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია

 "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" პარტნიორ ორგანიზაციასთან "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ერთად, ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის", რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, რათა მათ მონიტორინგი გაუწიონ და წვლილი შეიტანონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის განხორციელებაში და უფრო ეფექტურად მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა.

წყარო: jobs.ge