en
ge

კონკურსი - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 29.11.2013
  • ბოლო ვადა: 12.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66258/
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) იწვევს სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებულ თბილისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ერთობლივად ორგანიზებული კონკურსის - სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - მეორე ეტაპში, დარეგისტრირდნენ კონკურსის ვებ-გვერდზე http://www.gosocialenterprise.ge და დააფიქსირონ საკუთარი ინტერესი/მზაობა სოციალური მეწარმეობის დაწყებასთან დაკავშირებით.
კონკურსში მონაწილეობის შედეგად და სტუდენტური გუნდის მიერ პარტნიორად შერჩევის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციას ეძლევა შანსი მიიღოს გრანტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან და სურვილის შემთხვევაში დამატებითი დაფინანსება შეღავათიანი სესხის სახით თბილისის მერიის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
სოციალური მეწარმეობის დაწყებით დაინტერესებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს უნდა გაიაროს რეგისტრაცია კონკურსის ვებ-გვერდზე: http://www.gosocialenterprise.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 დეკემბრის 14:00 საათისა.
წყარო:jobs.ge