არასამთავრობო ორგანიზაციები “ფემინა” და “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი” ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - “კახეთის მუნიციპალიტეტები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”.
პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული მექანიზმების დანერგვისა და ძალადობის შემთხვევების შემცირების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში თითო აქტივისტი გადამზადდება, რომელიც პროექტის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს ადგილობრივი თემისთვის მიღებული ინფორმაციის გადაცემა/გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული აქტივობის დაგეგმვას.
წყარო: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი