en
ge

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში 2023

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საფრანგეთის საელჩო
  • დაწყების თარიღი: 26.10.2023
  • ბოლო ვადა: 09.11.2023
  • ბმული: https://urlz.fr/nWCT

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოებლად.

წელს, საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2023 წლის ადამიანის უფლებების პრემიას უძღვნის პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობისა და ჯანსაღი გარემოს ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ყველასთვის.

ჯანსაღი გარემოსა და ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს სიღარიბისა და სტრუქტურული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს. ამ გამოწვევების პირისპირ, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა ადამიანისთვის გაძლიერდეს ხელმისაწვდომობა კარგ საცხოვრებელ პირობებზე, სუფთა ჰაერზე, წყალზე და საკვებზე, ისევე როგორც ადეკვატურ მკურნალობაზე.

პრემიის გადაცემა მოხდება 2023 წლის დეკემბერში მაქსიმუმ 6500 ევროს ოდენობის თანხასთან ერთად.

 განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით არაუგვიანეს 2023 წლის 9 ნოემბრისა (23 :59სთ), შემდეგ მისამართზე: frenchhrprizegeorgia@proton.me 

წყარო: საფრანგეთის საელჩო