"გაეროს ქალთა ორგანიზაცია" (UN Women) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ".
ტრენინგი განკუთვნილია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საქართველოში მუშაობენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე, ასევე ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებისა და მმართველობის საკითხებზე. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება ორგანიზაციებს რომლებიც მუშაობენ მოწყვლად და სოფლად მცხოვრებ თემებთან, ასევე რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ტრენინგი ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" (WILD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
წყარო: jobs.ge