აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP), რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და განვითარება, აცხადებს საგრანტო კონკურსს.
საკონკურსო განაცხადების მიღების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია დოკუმენტში მოთხოვნა განაცხადების წარდგენის შესახებ (RFA) N0.001/1213 - იხილეთ თანდართული ფაილი.
საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 31 დეკემბრის 14:00 საათი. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
წყარო:jobs.ge