en
ge

დღის ცენტრის სპეციალური პედაგოგი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 02.12.2013
  • ბოლო ვადა: 12.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66320/
"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის სპეციალური პედაგოგის თანამდებობაზე.
"პირველი ნაბიჯი საქართველო" არის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო დატვირთვა: სრული.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება - სპეციალური პედაგოგი/ფსიქოლოგი
** მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** მეთოდისტის მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებში წინა სასკოლო უნარ-ჩვევების განვითარება;
** შშმ ბავშვების ჯგუფთან მუშაობის პროცესში წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამით ხელმძღვანელობა;
** სამუშაო მასალის მომზადება-მოძიება მეთოდისტის მიერ შემუშავებული პროგრამების მიხედვით;
** ბავშვის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.
მოთხოვნები:
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი.
სასურველია: ბავშვებთან ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com 2013 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, "Subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წყარო:jobs.ge