სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს ტენდერს: სოციალურ ქსელებში სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ წარმართვაზე (არსებული კამპანიის გაგრძელება).
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ – ფარგლებში.
კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სოციალურ ქსელებში მეოთხე წელია მიმდინარეობს. იგი ეყრდნობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევის, მათი საქმიანობის, სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენის საკომუნიკაციო სტრატეგიას.
მომსახურების დეტალები - მომსახურების ფარგლებში შერჩეულმა კომპანიამ უნდა:
დავალების ხანგრძლივობა - მომსახურების მოწოდება უნდა გულისხმობდეს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:
ტენდერში მონაწილეობის პროცედურა - ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
ბიუჯეტი
კომპანიებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 20 ნოემბერს 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: l_shalvashvili@civilin.org
სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
საკონკურსო სატენდერო კომისია, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ინტერვიუს ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 599 577 456
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) შესახებ
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) არის ერთ – ერთი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ფართო სპექტრის საქმიანობით.
ინსტიტუტის ორგანიზაციული მიზნები და ამოცანები მოიცავს: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირებას, საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეფექტური მმართველობისა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირებას, ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და სიღარიბის დაძლევას.
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ -ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2021) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.