“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო ორგანიზციებისთვის, პროექტში “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით” მონაწილეობისთვის, რომელიც ხორციელდება #EU4Youth პროგრამის ფარგლებში.
პროექტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის, კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. ის ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას.
წყარო: “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო”