en
ge

დედათა და ბავშვთა თავშესაფრის დიასახლისი, ძიძა

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 02.12.2013
  • ბოლო ვადა: 13.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/66321/
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, თბილისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დასასაქმებლად აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:
1. დედათა და ბავშვთა თავშესაფრის დიასახლისი
საქმიანობის ძირითადი მიზანი:
დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარების ზედამხედველობა. მომსახურების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, თავშესაფრის დიასახლისი ანგარიშვალდებულია თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ლიდერის წინაშე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სამუშაო განაკვეთი:
2 ვაკანტური ადგილი 100%-იანი სამუშაო დატვირთვით (ორშაბათი-პარასკევი)
1 ვაკანტური ადგილი 50%-იანი სამუშაო დატვირთვით (შაბათ-კვირა).
ძირითადი მოვალეობები:
** თავშესაფარის შინაგანაწესის დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა
** დედათა და ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელთა კვების პროცესის ორგანიზება/ზედამხედველობა
** აღსაზრდელთა პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** ბენეფიციარებთან მიმართებაში რაიმე სახის პრობლემის და/ან ინდივიდუალურად დასარეგულირებელი საკითხების არსებობის შემთხვევაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ლიდერის ინფორმირება
** თავშესაფრის აღსაზრდელების მშობლებთან ღია და გახსნილი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** თავშესაფრის ლიდერთან და პროექტის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** საჭიროებისამებრ, სხვადასხვა დავალებისა თუ მითითების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი)
** უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.
2. დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ძიძა
საქმიანობის ძირითადი მიზანი:
დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი დედების დახმარება ბავშვების აღზრდისა და მოვლის პროცესში. მომსახურების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, თავშესაფრის ძიძა ანგარიშვალდებულია თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის დიასახლისის წინაშე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა და სამუშაო განაკვეთი:
2 ვაკანტური ადგილი 100%-იანი სამუშაო დატვირთვით (ორშაბათი-პარასკევი)
1 ვაკანტური ადგილი 40%-იანი სამუშაო დატვირთვით (შაბათ-კვირა).
ძირითადი მოვალეობები:
** დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი დედების დახმარება, ბავშვების აღზრდისა და მოვლის პროცესში
** ბენეფიციარი დედების დახმარება, აღსაზრდელთა პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვაში
** ბენეფიციარებთან მიმართებაში რაიმე სახის პრობლემის და/ან ინდივიდუალურად დასარეგულირებელი საკითხების არსებობის შემთხვევაში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის დიასახლისის ინფორმირება
** თავშესაფრის თანამშრომლებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** საჭიროებისამებრ, სხვადასხვა დავალებისა თუ მითითების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** უმაღლესი ან შესაბამისი სპეციალური განათლება
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2013 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო:jobs.ge