en
ge

კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ღია დიპლომატიის ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 04.12.2013
  • ბოლო ვადა: 25.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/eng/66440/
"ღია დიპლომატიის ასოციაცია" ეძებს კოორდინატორს.
"ღია დიპლომატიის ასოციაცია", რომელიც 2008 წელს დაარსდა, არის წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, მათთვის, ვისაც აინტერესებს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები. ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრაციის საკითხების კვლევა და ასევე, ამჟამინდელი და მომავალი საჯარო მოხელეების განათლების ხელშეწყობა. "ღია დიპლომატიის ასოციაციის" ეგიდით ქვეყნდება ორი ჟურნალი - "ხელისუფლება და საზოგადოება" და "სკრიპტამანენტი" (ამ უკანასკნელის მიზანია უცხო ენების კვლევა).
კოორდინატორის პოზიცია არის სრულ-განაკვეთიანი და მოიცავს შემდეგ ვალდებულებებს:
** დონორების მოძიება და საგრანტო პროექტების წერა
** მეტი წევრის მოზიდვა ორგანიზაციაში
** ორგანიზაციის ვებ-გვერდის ადმინისტრირება და რეგულარული განახლება
** დახმარება შესაბამისი ღონისძიებების, ლექციებისა და კონფერენციების მოწყობაში
** სხვა ორგანიზაციული საკითხები.
კოორდინატორის ანაზღაურება დამოკიდებული იქნება მის მიერ ორგანიზაციისთვის მოზიდული პროექტების მოცულობაზე.
განმცხადებელი უნდა იყოს უაღრესად ორგანიზებული და ინიციატივიანი. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თავისუფალი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი.
უპირატესობა მიენიჭებათ გარკვეული პროფესიული გამოცდილების მქონე განმცხადებლებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geoandopendip@yahoo.com და ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ღია დიპლომატიის ასოციაციის კოორდინატორი." განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გვერდიან რეზიუმეს/CV-ს და ასევე ერთ გვერდიან სამოტივაციო წერილს ინგლისურ ენაზე, რომელიც განმარტავს განმცხადებლის კვალიფიკაციას და მოტივაციას წარმართოს "ღია დიპლომატიის ასოციაციის" საქმიანობა.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 25 დეკემბერი, თუმცა ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მალე ავიყვანოთ შესაფერისი კანდიდატი და ამიტომ უპირატესობას მივანიჭებთ ადრეულ განაცხადებს.
წყარო:jobs.ge