en
ge

სატენდერო განცხადება ახალი ონლაინ კურსის შექმნაზე

ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ტენდერს ახალი ონლაინ სასწავლო კურსის – სამოქალაქო მონიტორინგის – შექმნასა და გაძღოლაზე

ონლაინ პლატფორმის შესახებ: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2014 წელს შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა – www.e-learning.ge და აქტიურად უძღვება დისტანციურ სწავლებას საქართველოს მასშტაბით. პლატფორმაზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის 20 ონლაინ კურსი განსხვავებული აუდიტორიისთვის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის, მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის და ასე შემდეგ. 

კურსები აგებულია დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე: მოიცავს ვიდეო ლექციებს, საკითხავ ლიტერატურას, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტესტებს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის www.e-learning.ge საშუალებით. სწავლების პროცესი დისტანციურია და თითოეული კურის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 თვეს. კურსები არის უფასო და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. 

შესყიდვის საგანი: ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი – „სამოქალაქო მონიტორინგი“, რაც მოიცავს კურსის კონცეფციის და სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები, ტესტები) მომზადებას. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს (ვიდეო ლექციების გადაღება-მონტაჟი) და ონლაინ პლატფორმაზე განთავსებას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსის შექმნის შემდგომ უნდა წარიმართოს მონაწილეთა ერთი ნაკადის სასწავლო პროცესი, რაც გულისხმობს დისტანციურად კურსის მონაწილეებთან კომუნიკაციას, მათი შედეგების შეფასებას და მენტორობას.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი