"განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა" (DEP) აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე პროექტისთვის: "ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები", რომელიც ხორციელდება Rönne-Stiftung -თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის ქალების გენდერულად სენსიტიური ლიდერული და ადვოკატირების უნარების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში DEP-ი ახორციელებს სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორიას, რომლისთვისაც ეძებს ტრენერერს მოდულისთვის: ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
წყარო: jobs.ge