ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს კონკურსს იურისტის/სამართლის სპეციალისტის თანამდებობაზე.
პროექტის სახელწოდება - "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - opendata.ge".
პროექტის ხანგრძლივობა: 2014-2015. პროექტის შესახებ იხილეთ: www.opendata.ge.
შრომის ანაზღაურება: 1275 ლარი ხელზე თვეში.
სამუშაოს აღწერა - პროექტის იურისტი პასუხისმგებელია:
•მიღებული ინფორმაციის დამუშავებაზე და ვებ-რესურსის www.opendata.ge ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე;
•ინფორმაციის მოთხოვნის წერილების, ისევე როგორც ადმინისტრაციულ საჩივრებისა და სარჩელების მომზადებაზე და შემდგომ სამართლებრივ წარმოებაზე;
•მუშაობს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებაზე;
•აანალიზებს და ახარისხებს მიღებულ ინფორმაციას; მონაწილეობს გამოცემებისა და კვლევების შედგენაში;
•მონაწილეობს პროექტით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•უმაღლესი იურიდიული განათლება. სასურველია მაგისტრის ხარისხი;
•მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
•საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
•კანონმდებლობის კვლევის უნარი და გამოცდილება;
•სამართალშემოქმედებითი კვლევითი საქმიანობის წარმართვის უნარი და გამოცდილება;
•ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
•საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
•კომუნიკაციის და აკადემიური წერის უნარი;
•პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
•გუნდური მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განაცხადების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, მხოლოდ მათ დავუკავშირდებიან. უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი 14 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@idfi.ge
წყარო: idfi.ge