ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისათვის.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტებულია როგორც უნგრეთში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიურ პროგრამას შემდეგ დეპარტამენტებზე:
** ბიზნესი (MBA)
** კოგნიტური მეცნიერება (PhD)
** ეკონომიკა
** გარემოს დაცვა და პოლიტიკა
** გენდერული სწავლებები
** ისტორია
** საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპეისტიკა
** იურიდიული
** გამოყენებითი მათემატიკა
** შუა საუკუნეების კვლევები
** ნაციონალიზმის კვლევები
** ფილოსოფია
** პოლიტმეცნიერება
** საჯარო პოლიტიკა
** სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია.
გრანტები და სტიპენდიები:
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგი სახის ფინანსურ დახმარებას:
1. სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას სამაგისტრო პროგრამებზე (მოიცავს სწავლის ღირებულებას, ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს, ცხოვრებას უნივერსიტეტის საცხოვრებელ კომპლექსში და ყოველთვიურ სტიპენდიას 96,000 / 50,000 უნგრული ფორინტის ოდენობით, კვებისა და სხვა, ყოველდღიური ხარჯების დასაფარავად).
2. სწავლის ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას სამაგისტრო პროგრამებზე (ფარავს სწავლის ღირებულებას 50-დან 100 პროცენტამდე და ჯანმრთელობის დაზღვევას).
3. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები (სრულად ფარავს სწავლის და ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულებას და ასევე, მოიცავს 220,000 ფორინტის ოდენობით სტიპენდიას ცხოვრებისა და სხვა ხარჯების დასაფარად). დოქტორანტების 90 პროცენტი იღებს სრულს დაფინანსებას.
4. ერასმუს მუნდუსის პროგრამის სტიპენდიები და კვლევითი გრანტები და, ასევე, სხვადასხვა სახის დაფინანსება საზოგადოებრივ თუ კერძო მესამე პირთაგან.
ინფორმაცია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტიპენდიების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.business.ceu.hu/mba-tuition
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადებია:
** 2014 წლის 2 იანვარი - მესპომისა და მუნდუსის პროგრამებზე, მათთვის, ვისაც სურთ დაფინანსების მოპოვება;
** 2014 წლის 23 იანვარი - ყველა დანარჩენ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე;
** 2014 წლის 5 მაისი - მესპომისა, მუნდუსისა და მატილდას პროგრამებსა და საჯარო პოლიტიკის ერთწლიან პროგრამაზე, მათთვის, ვისაც არ სურს დაფინანსების მოპოვება.
2013 სასწავლო წლიდან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა შემოიღო საგანაცხადო ფორმის საფასური, რომელიც შეადგენს 40 აშშ დოლარს.
დაწვრილებითი ინფორმაცია და საგანაცხადო ფორმის ელექტრონული ვერსია იხილეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: http://www.ceu.hu/admissions/2014-2015 ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში, შემდეგ მისამართებზე:
თბილისი - ჭოველიძის ქ. 10. ტელ.: 2252615. კონსულტაციის დღე: ორშაბათი, 14:30 სთ.
ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35, უნივერსიტეტის I სართული, ოთახი 26. ტელ.: 275817
ახალციხე - რუსთაველის 106, უნივერსიტეტის შენობა, I კორპ., I სართ; ტელ.: 221551
თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. 1; V სართული. ტელ.: 273139
ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ., II სართული. ტელ.: 551710071
წყარო:jobs.ge