en
ge

ონლაინ ტრენინგი ახალგაზრდებისათვის

„უფლებები საქართველო“, „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ და „ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან“ პარტნიორობით, იწვევს ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 14-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდები დეტალურად შეისწავლიან მნიშვნელოვან ინფორმაციას საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციონირების შესახებ და გაეცნობიან პრაქტიკულ საკითხებს, თუ როგორ ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრების სერვისებით. 

ტრენინგი იმართება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერით. 

წყარო: უფლებები საქართველო