თუკი გსურს დადებითად შეცვალო გარემო შენს თემში, იპოვო თანამოაზრეები და მოახდინო გავლენა ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე, შემოუერთდი კლუბს "ჩაერთე მართვაში". კლუბში გაწევრიანების შედეგად შენ ასევე გექნება შესაძლებლობა:
კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვთ ბათუმში, ჩოხატაურში, დმანისსა და მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეებს.
დაინტერესების შემთხვევაში გადადი ბმულზე და შეავსე მოკლე სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/46TJdEi
განცხადების მიღების ვადა: 22 დეკემბერი, 2023 წელი.
"ჩაერთე მართვაში" საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას მონაწილეობის სხვადასხვა ინსტრუმენტების შესახებ, რათა მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კამპანიას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.