en
ge

ღია კონკურსი

EmpoWOMEN ღია კონკურსს აცხადებს.

 EmpoWOMEN არის ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც "Sploro" ხელმძღვანელობს "Tech Ukraine -თან", "Startup Wise Guys-თან" და "Business Angels Europe-თან" პარტნიორობაში.

 პროექტი მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს გენდერული თანასწორობა ღრმა ტექნოლოგიების მეწარმეობაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: 

Deep Tech სტარტაპებს: სტარტაპი (ახლად დაარსებული ბიზნესი) უნდა ავითარებდეს მოწინავე და გარღვევის მომტან ტექნოლოგიებს, ღრმა ტექნოლოგიების ევროპული გაგების შესაბამისად. 

მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპებს ქალები ხელმძღვანელობდნენ. არანაკლებ ერთი ქალი მაინც ასრულებდეს მთავარ როლს, როგორც თანადამფუძნებელი, როგორც ძირითადი მენეჯმენტის გუნდის წევრი, ან იყოს დირექტორთა საბჭოში.

წყარო: ჰორიზონტი ევროპა