en
ge

კონკურსი შემეცნებით ტურში მონაწილეების შერჩევაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის
  • დაწყების თარიღი: 06.12.2013
  • ბოლო ვადა: 10.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/66556/
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის" აცხადებს აპლიკაციების მიღებას შემეცნებით ტურში მონაწილეთა შესარჩევად პროექტის "ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესი" ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ქართველი და ოსი ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის გაზრდა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის პროცესში.
2014 წლის აპრილში 15 დღის განმავლობაში 10-10 ქართველი და ოსი ახალგაზრდა ავტობუსით იმოგზაურებს 4 ქვეყანაში, შეხვდებიან სტამბულის, სალონიკის, ბელგრადისა და პრიშტინას უნივერსიტეტების სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩამოაყალიბებენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.
შერჩეული ახალგაზრდები გამგზავრებამდე გაივლიან ტრენინგებს.
პროექტი ფინანსდება UNDP-სა და EU-ს ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ.
მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 10 იანვრის 18:00 საათამდე საჭიროა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
**CV ან ავტობიოგრაფია;
**1 ნებისმიერი სახის ფოტოსურათი;
**სამოტივაციო წერილი (როგორ ხედავთ საკუთარ თავს ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის პროცესში და რა მოლოდინები გაქვთ ამ პროექტიდან);
** საბაზისო რუსული ენის ცოდნა ოს თანატოლებთან კომუნიკაციისათვის;
** თავისუფალი დრო ექსპრესში მონაწილეობის პერიოდში;
** ასაკი სასურველია 18-დან 27 წლამდე.
მონაცემები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით: civilforumorg@gmail.com ან geoarb@yahoo.com
საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 230 67 33.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.civil-forum.org
წყარო:jobs.ge