en
ge

სტაჟიორი/თანაშემწე

საია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში არაანაზღაურებადი სტაჟიორების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი) ბაკალავრიატის მე-3 და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. 

პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც კარგად ფლობენ ადამიანის უფლებათა სამართალს (2 ადგილი) და/ან სისხლის სამართალს (1 ადგილი). პროგრამული ვალდებულებების განსახორციელებლად საჭიროა ინგლისურის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია