en
ge

ტენდერი – ვებ–გვერდის დამზადება

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი იწვევს ინდივიდუალურად ვებ-დეველოპერებს ან/და ორგანიზაციებს – ვებ-გვერდის/გვერდების დასამზადებლად.  

პროექტის მოკლე აღწერა
ფონდი „პური მსოფლიოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის: აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გასაძლიერება“ მიზანია 16 წლიდან ქალებისა და შშმ პირების ხელშეწყობა მათი უნარების წარმოსაჩენად, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად, ბიზნეს-კავშირების დასამყარებლად

დავალების მოკლე აღწერა
პროექტის ფარგლებში არჩეულმა ვებ-დეველოპერმა/კომპანიამ უნდა შექმნას შემდეგი ონლაინ პროდუქტი:

  • ონლაინ სავაჭრო პლატფორმის შექმნა, რომლის მეშვობით განხორციელდება აჭარაში მცხოვრები ქალების და შშმ პირების დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა.
  • ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ინტეგრირებული უნდა იყოს გადახდის და მიტანის სერვისის ფუნქციები.
  • პლათმორმის მომხამრებელს უნდა ქონდეს შესაძლებლობა რამოდენიმე პროდუქტის არჩევის, კალათაში დამატების და გამოწერის საშუალება.
  • პლათმორმის ადაპტირებული უნდა იყოს სმარტფონებთან.
  • ონლაინ სივრცე, უნდა იყოს ორ ენოვანი: ქართული და ინგლისური ენები.
  • ინტერნეტ-მაღაზია ინტერგრირებადი უნდა იყოს სოც.მედია პლატფორმებთან.

ექსპერტების/ორგანიზაციის პროფილი
კონკურსში მონაწილე პირმა/ორგანიზაციამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები; დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად აღნიშნული დავალების შესრულებას.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია

  • წარსულში მსგავსი ვებ-გვერდების შექმნის გამოცდილება; (წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე)
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინოვაციური ხედვა.

ანაზღაურება
ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის - მითითებული უნდა იყო ეროვნულ ვალუტაში, ლარში

ვადები
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 26.12.2023
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 10.01.2024
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 15.01.2024
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 20.01.2024
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 5.03.2024

განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - adjarahandmade@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ასლან ჭანიძე - 593 30 71 55

წყარო: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი