en
ge

საია აცხადებს ბლოგების შესარჩევ კონკურსს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ბლოგების შესარჩევ კონკურსს.

კონკურსი მიზნად ისახავს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების ირგვლივ მოქალაქეთა ინფორმირებას, წაახალისოს მსჯელობა და დისკუსია აღნიშნულ თემებზე.

ბლოგების კონკურსი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა“ - პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, საქართველოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ელექტორნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება.

საკონკურსო თემა: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია