ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის.
საგრანტო პროგრამის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.
წყარო: ქალთა ფონდი