ახალგაზრდული უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. სტაჟირებაზე მიიღებიან უმაღლესი სასწავლებლის III ან IV კურსის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები. სტაჟირებაზე მიიღება 5 სტუდენტი. სტაჟირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. სტაჟირების პერიოდი, მოცემულ ეტაპზე, არ იქნება ანაზღაურებადი.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი
** თვითკრიტიკულობა
** კრეატიულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** განსხვავებული აზრის პატივისცემა
** მობილურობა
** გუნდური მუშაობის განსაკუთრებული უნარი
** პრეზენტაბელურობა
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სასურველია რუსულის ცოდნაც)
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაწილეობა სამართლებრივი პრობლემების ანალიზში
** მონაწილეობა დოკუმენტაციის მომზადებაში
** წარმომადგენლობა საქმისწარმოებაში
** მოქალაქეთა კონსულტაცია
** პროექტების მომზადებაში თანამონაწილეობა
** ურთიერთობა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან
** საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე: pryoungbarristers@yahoo.com და სათაურში მიუთითოთ სიტყვა "სტაჟირება".
ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური CV-ის ავტორს. ორგანიზაცია არ დაუკავშირდება კანდიდატს, რომელიც წარსულში უკვე დარეგისტრირებული იყო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობასა თუ სტაჟირების პროგრამაზე.
წყარო:jobs.ge