საია გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსათვის“(Bread for the World - BfdW) მხარდაჭერით, აცხადებს ზამთრის სკოლას სტუდენტებისთვის „გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სკოლაში მონაწილეობის მისაღებად წახალისებულნი არიან რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია