სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს უმცროსი ექსპერტის ვაკანსიას ქვეგრანტების მართვის მიმართულებით.
უმცროსმა ექსპერტმა, პროექტის CSI გუნდთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით, ხელი უნდა შეუწყოს ქვეგრანტების ეფექტურ მართვას.
კონკრეტული მოვალეობები და პასუხისმგებლობები
• საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროცედურების დაგეგმვა და წარმოება, მათ შორის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, განთავსება და აპლიკანტებთან კომუნიკაცია;
• საგრანტო კონკურსის შესარჩევი კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა;
• შერჩეულ ორგანიზაციებზე ქვეგრანტების გაცემის უზრუნველსაყოფად შესაბამისი იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;
• ქვეგრანტების მიმღებებთან უშუალო მუშაობა და საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა (მენტორინგი, მონიტორინგი) გრანტის ეფექტიანი განხორციელების მიზნით;
• ქვეგრანტების მიმღებების ანგარიშების ანალიზი წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის დადგენა. მიზნობრიობის დარღვევის ან ბიუჯეტის აცდენის შემთხვევაში, CSI ფინანსური და პროექტის მენეჯერის დროული ინფორმირება;
• ქვეგრანტების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
• ქვეგრანტების პროექტების განხორციელების დასრულების შემდგომ საბოლოო შეფასებაში მონაწილეობა.
• ქვეგრანტების ახალი ციკლის გამოცხადების შემთხვევაში, იგივე ციკლის გამეორება.
განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 21.01.2024
აღნიშნული ვაკანსია ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარების“ – ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი