en
ge

საზაფხულო აკადემია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჟურნალისტებისათვის

ახალგაზრდა პუბლიცისტების მხარდაჭერის ინსტიტუტი (ifp) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გერმანული ენის მცოდნე ახალგაზრდა ჟურნალისტებს 2024 წლის 7-26 ივლისს სთავაზობს სამკვირიან საზაფხულო აკადემიას მიუნხენში.

 პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ახალი ამბები/რეპორტაჟები, ინტერვიუები, მობილური რეპორტაჟები, ინფორმაციის ონლაინ მოძიება და გადამოწმება. სემინარის მესამე კვირა დაეთმობა ინტერვიუების პრაქტიკას ჟურნალისტიკის კათოლიკური სკოლის ტელესტუდიაში.

წყარო: გერმანიის საელჩო თბილისი