en
ge

სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის

პრემია "შუქის" ფარგლებში, JAMnews-ისა და ESTDEV-ის კოლაბორაცია გრძელდება.

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის იწყება ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობის სახელობის სასწავლო ტური.

პროგრამისთვის შეირჩევა 10-12 ჟურნალისტი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 7-დღიან სასწავლო ტურში, რომელიც შეხვედრებს, მედია კომპანიების თუ ორგანიზაციების დათვალიერებას და სხვა აქტივობებს ითვალისწინებს.

პროგრამა მიზნად ისახავს იმ ქართველი ჟურნალისტების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ გაიზიარონ ესტონური მედიის გამოცდილება და პრაქტიკა.

წყარო: პრემია "შუქი"