სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მიღებას „სამოქალაქო აქტივიზმის“ ონლაინ სასწავლო კურსზე.
კურსი განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მზად არის გაიღრმავოს ცოდნა არაძალადობრივი სამოქალაქო თუ სოციალური კამპანიების კუთხით, განივითაროს საჭირო უნარები, რათა შეძლოს დამოუკიდებლად დაგეგმოს სამოქალაქო კამპანიები და იყოს დემოკრატიული ცვლილების კატალიზატორი.
სასწავლო კურსი მოიცავს არაძალადობრივი ცვლილებების ისტორიის მიმოხილვას და ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით, შეაფასებს აქტივიზმის დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ანგარიშვალდებულების ან/და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში არატრადიციული მეთოდების გამოყენების პრაქტიკის ანალიზს, ტაქტიკების გარჩევას, კომუნიკაციის, მობილიზებისა და დაბალი რისკის შემცველი ქმედებებისა და კამპანიების ორგანიზების საკითხებს.
კურსის დასრულების შედეგად მსმენელები შეძლებენ:
კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია 6 თემატური ვიდეო ლექცია და 3 სადისკუსიო შეხვედრა zoom პლატფორმის საშუალებით. კვირაში ჩატარდება ერთი ონლაინ შეხვედრა საღამოს საათებში, შესაბამისად მონაწილეს უნდა ჰქონდეს მზაობა დაესწროს დისტანციურ ლექციებს და სემინარებს და შეასრულოს დავალებები. აღნიშნული კურსი მოითხოვს მონაწილეების მხრიდან დისკუსიებში და დავალებებში აქტიურ მონაწილეობას. სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა იქნება 1 თვე, სწავლა დაიწყება თებერვალში.
კურსზე სწავლა არის უფასო, წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.
კურსის მენტორები არიან Canvas-საქართველოს ტრენერები: გიორგი მელაძე და ნინი გოგიბერიძე.
ონლაინ კურსზე რეგისტრაცია: ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით, შესაბამისად აპლიკაციაში სამოტივაციო წერილს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 იანვარი, 2024 წელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12, საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი, დისტანციური სწავლების კოორდინატორი.
მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ
კურსი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა - ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (CSSIGE 2017-2021) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.