ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს 1 წუთიანი ფილმების კონკურსს ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზეგავლენისა და რისკის მართვის თემაზე.
კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შემდეგ საკითხებზე: ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება კლიმატზე და გარემოზე – ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და შემცირებით გამოწვეული დადებითი ეფექტი ჯანმრთელობაზე და კლიმატზე ჰაერის დაბინძურების ეპიზოდებით წარმოქმნილი პრობლემების პრევენცია, მომზადება და მოგვარება.
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში