კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აცხადებს ესსების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე - სასამართლო, როგორც საზოგადოების მცველი ევროკავშირის ქვეყნებში.
კონკურსის მიზანია, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და მათი წახალისება იმისთვის, რომ ამ საკითხზე კვლევა გააგრძელონ. მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ რა როლი აქვს სასამართლოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც საქართველოში, ასვე ევროკავშირის ქვეყნებში.
ნაშრომების წარმოდგენის ვადაა - 2024 წლის, 4 მარტი.
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში