en
ge

მელიორა 2024-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის მელიორა 2024-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა ბიზნესკომპანიებისთვის გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR-ინიციატივები, მოიპოვონ აღიარება საუკეთესო მიღწევებისთვის და წვლილი შეიტანონ СSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

CSRDG-მ კონკურსი Meliora 2018 წელს დააფუძნა. წლების მანძილზე კონკურსს ჰყავდა 30-ზე მეტი მხარდამჭერი და 20-მდე მედია პარტნიორი. 2018-2022 წლებში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 120-მა კომპანიამ 300-მდე პროექტით.

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის’ ფარგლებში.

წყარო: მელიორას გვერდი სოციალურ ქსელში