ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ბაღდათის მუნიციპალიტეტში იწყებს ახალგაზრდული კლუბის წევრების შერჩევას.
კლუბის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების ინტერესის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, აგრეთვე მოხალისეობის პოპულარიზაცია.
კლუბი იქმნება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო