en
ge

იურისტ-სტაჟიორი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
  • დაწყების თარიღი: 10.12.2013
  • ბოლო ვადა: 10.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/66692/
"საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია" აცხადებს კონკურსს იურისტ-სტაჟიორის ვაკანსიაზე.
იურისტ-სტაჟიორის ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით. შერჩეული კანდიდატები, ასევე, გაივლიან ტრენინგს - "საქმის წარმოება სასამართლოში".
კონკურსის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამუშაო გამოცდილება პროფესიით - არანაკლებ 1 (ერთი) წლისა;
** უცხო ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** იურიდიული კვლევის და წერის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს:
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** ავტობიოგრაფია (CV)
** 2 ფოტო-სურათი
** პირადობის მოწმობის ასლი.
წარმატებული კანდიდატი ვალდებულია, კოალიციის საქმიანობის დაწყებამდე გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება. სტუდენტები ნუ გამოგვეხმაურებიან.
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი 124
ტელ: 2 954039, 790 969953
წყარო:jobs.ge